„დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი ბერაიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოითხოვა.
„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო! - ასე მიმართა "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელიც გუშინ მომხდარი დაპირისპირების თემის გაგრძელებით დაიწყო.
ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. დაპირისპირება მოხდა და ანა წითლიძეს შორისაც.