საქართველოში საფრანგეთის საელჩო კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადებას ავრცელებს.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება: საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას. ამასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.