საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევას. 

ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოცშია ნათქვამი.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა მორწმუნეს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ ერთობასა და აღმავლობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს იდენტობისა და კულტურის საფუძველს