საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.

„შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთთან, თანამშრომლობას საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.