გაცნობებთ, რომ საქართველოს მწვანეთა პარტია ოფიციალურად წარადგენს ბატონ გია გაჩეჩილაძეს თბილისის მერობის კანდიდატად 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. - ამის შესახებ ინფორმაციას "მწვანეთა პარტიის" პრესსამსახური ავრცელებს. 

"ბატონი გია გაჩეჩილაძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე, გარემოსდაცვითი საკითხების აქტიური მხარდამჭერი და მკაფიო მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე პიროვნება." - ნათქვამია  საქართველოს მწვანეთა პარტიის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ტარდება