ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის ღონისძიება. - ნათქვამია გავრცელებულ ანონსში.
შეგახსენებთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.