საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის და მიხეილ ყაველაშვილისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, კომიტეტმა შეისწავლა და დაადგინა წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა. რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის დასკვნებს. საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.