საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას სავარაუდოდ მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, თუმცა ლოგიკურია, რომ ეს პოზიცია მამუკა მდინარაძემ დაიკავოს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, მამუკა მდინარაძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა უკავია და მის მიერ უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დაკავება სამართლებრივად წინააღმდეგობრივი არ არის.
„ეს არ არის ხელშემშლელი და ლოგიკურია, რომ სწორედ ასე მოხდეს ფუნქციათა გადანაწილება, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა განცხადებას თავად გააკეთებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.