სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრებთან ერთად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაესწრო.
"სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრებთან ერთად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დავესწარი. მივუსამძიმრე მათ ოჯახებს, რომელთაც გმირები აღუზარდეს ქვეყანას. სამშობლოსათვის დაღუპულთა სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი ერის გულში" - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.