საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარი სროლის შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
Shocked by the #Jerusalem synagogue shooting. I condemn this horrendous attack against peaceful worshippers. Violence can never be condoned.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 28, 2023
My prayers are with those injured and those who lost their loved ones.