არარსებულმა ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველას, ვისაც ჰქონდა რაღაც ეჭვი, რომ შეიძლება არა, შეიძლება სხვა ახსნა არის, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღე გამოაცხადა ამ არარსებულმა ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენს მომავალს, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალს. ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტს საგანგებოდ მიმართა:„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან
პრემიერი: "2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან"