პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, პირდაპირ უწოდებს მის პოლიტიკურ ძალას კოშმარს,- ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით, პირდაპირ უწოდებს მის პოლიტიკურ ძალას კოშმარს ამ ქვეყნისთვის. პირდაპირ ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით, ააცდინა საქართველო იმ გზას, რომელიც ქართველი ხალხის არჩეულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხისთვის მომაკვდინებელი დარტყმა, როდესაც ვხედავთ, რომ კონსოლიდაცია საზოგადოების, ძალიან ფართო კონსოლიდაცია ხდება მათ წინააღმდეგ, ამიტომ, არ მიკვირს აი ეს გააფთრებული თავდასხმა ყველაზე, ვინც მათ რეჟიმს ამხელს, მათ რეალურ მიზნებში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.