"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, ირაკლი კობახიძის გაუქმებული მიპატიჟება ბაიდენის მიღებაზე ნიშნავს, რომ ამერიკამ, საბოლოოდ ხელი ჩაიქნია ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე.

"მიღებაზე პატიჟებენ ფაქტიურად ყველას, მათ შორის ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც შეიძლება არ არიან შტატების სტრატეგიული მოკავშირეები და გაუქმებული მიპატიჟება ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაინაცვლა ისეთი ქვეყნების რანგში, როგორიც არის რუსეთი, ირანი, ვენესუელა და სხვა ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურ ურთიერთობაში შტატებთან. ანუ, ეს ფაქტიურად, სწორედ ნიშნავს, რომ ამერიკამ ხელი ჩაიქნია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე", - განაცხადა სამადაშვილმა.