ილუზიაა, აბსოლუტური ნონსენსია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მისი ერთადერთი ალტერნატივა. რატომ? ნუ ეწყინება ნურც მიხეილ სააკაშვილს, ნურც მისი პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს არ მივცემ ხმას“ - არის უფრო მეტი, ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არასდროს არ მივცემ“. ილუზიაა, აბსოლუტური ნონსენსია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ეს არის აბსურდი, ამის შანსი არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.