პროკურატურამ პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო, ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი თბილისის პროკურატურაში გააცნეს.
„ბრალი წარმიდგინეს, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ამ კომისიამ და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპეს. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ პროკურატურა შეიცვლება, ცხადია იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც არაუფლებამოსილი, არალეგიტიმური. ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც არ უნდა თქვას, მერე გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა. პროკურატურამ ძალიან მოჭრა და დაამოკლა გზები საიმისოდ, რომ ეს პარლამენტი იყოს არალეგიტიმური“, – აღნიშნა გვარამიამ.