რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს. აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონი ჰქონდათ დანთებული.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებულია 7 სამართალდამცველი.
სამართალდამცველების გარდა დაშავებულები არიან აქციის მონაწილეებიც და „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ ისინი ავტომობილებით შესაბამის განყოფილებებში გადაიყვანა.
საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.