ვერ გეტყვით, მომავალში “ქოცი” გაქრება თუ არა. იმდენად ცუდი კვალი დაამჩნია ჩვენს ცხოვრებას, რომ შეიძლება მახსოვრობას დიდხანს შემორჩეს ან შეიძლება იგივე დაემართოს, რაც “მოქკავშირს”. დღეს არავინ იცის რას ნიშნავს “მონკავშირი” - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, “ქოცი” პირველად მე ვახსენე, “ევსაქებიც” ჩემი შერქმეულია (“ დემსაქებს” ეძახდნენ ერთ პარტიას, დემოკრატიული საქართველო ერქვა და იმის ანალოგიით).

“გაიხარეთ” დათო აქუბარდიას და მაია ასათიანის გაპოპულარებულია, “ორკესტრირებული” კი მამუკა ხაზარაძემ შემოიტანა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო, რადგან “ლოკაციას” აუმხედრდა მაშინ საზოგადოება და ეს სიტყვაც წმენდაში მოჰყვა. ჩვენი ბიუჯეტი “ტრანსპარენტული” და გამჭვირვალეაო (ანუ, ორი სხვადასხვა სიტყვა ეგონა) სანამ ფინანსთა მინისტრი იყო შევარდნაძის დროს, ყმაწვილი მიშა ჭჯუასელი, სულ ამას გაიძახოდა, ხოლო “მიჯირყვნა” იმ ბრძენმა კაცმა სოფლის დონის მოხმარებიდან საქვეყნომდე აიყვანა . “ის ბრძენი კაცი” ღარიბაშვილმა უწოდა, მაგრამ ახლახან ასევე მოიხსენია ჩინეთის პრეზიდენტიც. ეს ამბავი შეუმჩნევლად არ ჩაივლის, მოხვდება ყურებში.

აი, “ნაცის” პირველმთქმელს ვერ მივაგენი :)

“მაგარი” ერთმა კაცმა გააოფიციალურა. მერე გეტყვით. არასდროს თქმულა მანამდე ბეჭდვითი თუ საეთერო ფორმით, რომ მაგარი პროექტია, მაგარი სახლი აშენდა, მაგარი მინისტია, სპორტსმენია თუ კერძია, მაგარი მუსიკაა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა. მომიყვანეთ (დაგუგლეთ ან მოიძიეთ სადმე დაბეჭდილი), თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ოციოდე წლის წინ ეს სიტყვა სადმე მხოლოდ ჟარგონი არ იყო და კარგის აღმნიშვნელად ოფიციალურად გამოიყენებოდა.

ზოგი სიტყვა კომეტასავითა, გაჩნდება და ჩაიქროლებს, ზოგი მუდმივად რჩება (სამწუხაროდ).

ვერ გეტყვით, მომავალში “ქოცი” გაქრება თუ არა. იმდენად ცუდი კვალი დაამჩნია ჩვენს ცხოვრებას, რომ შეიძლება მახსოვრობას დიდხანს შემორჩეს ან შეიძლება იგივე დაემართოს, რაც “მოქკავშირს”. დღეს არავინ იცის რას ნიშნავს “მონკავშირი”. ამ სიტყვით მონადირეთა კავშირს მოიხსენიებდნენ ზოგადად, მაგრამ მერე მოქალაქეთა კავშირს შეერქვა, როგორც მონათა კავშირს. სიტყვების ცვალებადობაში ასახული ცხოვრების შესახებ კვლევა მომავალი ლინგვისტ-პოლიტიკოსების საქმეა. საინტერესო გამოვა;)

გაიხარეთ!:))