"კანონის მიღების გამო კი არ დაუსანქცირებიხართ, არამედ ღალატის გამო", - ასე მიმართავს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას" :
"შოკში ჩავარდნილი “ქართული ოცნების” თუთიყუშები დილიდანვე მოთქვამენ, ვის გაუგია, კანონის მიღების გამო სანქციები დაგვიწესონო.
კანონის მიღების გამო კი არ დაუსანქცირებიხართ, არამედ ღალატის გამო. რაც შეეხება სანქციის ოფიციალურ მოტივს, ძალიან ნათლად არის ახსნილი გუშინდელ განცხადებაში: “ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველ პირს. მათ შორის არიან პირები და მათი ოჯახის წევრები, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება”.
ჯერ კიდევ არა აქვთ გათვითცნობიერებული თუ რა ელით ( ევროპიდანაც), თუ კვლავ გააგრძელეს ქვეყნის ღალატი და მისი რუსეთში დაბრუნების მცდელობა.
ხალხის მოთმინების ფიალასაც საზღვარი აქვს!" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს