რუსული კანონის მომხრეებმა შეგიძლიათ აქედან ამოარჩიოთ ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი და დაუსვით დიაგნოზი საკუთარ თავს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ვინ არ უჭერს მხარს რუსულ კანონს? წესიერი, პატრიოტი მოქალაქე.
ვინ უჭერს მხარს რუსულ კანონს?: ხეპრე, გოიმი, ქაჯი, უტვინო, ყეყეჩი, ხამი, შეუგნებელი, უგუნური, ჩლუნგი, ღალატიანი, გაყიდული, სინდისგარეცხილი, უსირცხვილო, ფარისეველი, ორგული, უპატიოსნო, ქლესა, ქვეშქვეშა, მუხთალი, უთავმოყვარეო, უპასუხისმგებლო, უზნეო, უნასმუსო, ფლიდი, ცბიერი, ქვემძრომელა, პირფერი, ნაძირალა, საძაგელი, უტიფარი, სულმოკლე, წუნკალი, წამღლეტი, შემძრომი.
რუსული კანონის მომხრეებმა შეგიძლიათ აქედან ამოარჩიოთ ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი და დაუსვით დიაგნოზი საკუთარ თავს.
გადავწყვიტე რამდენიმე დეპუტატი შემემეწმებინა ამ კრიტერიუმების მიხედვით და ოი, საოცრებავ, ყველა თვისება არ აღმოაჩნდათ ერთდროულად?!"