სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას, - წერს "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

"ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ერაყის პარლამენტში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული გახდება 9 წლის გოგონებთან.

რამდენიმე თვის წინ ერაყის პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ. იგი ითვალისწინებს პატიმრობას 7 წლის ვადით “პროპაგანდისათვის”, ხოლო ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობისათვის ციხეს 10-დან 15 წლამდე.

სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას. დღეს იხილება მსგავსი საკითხები ჩვენთანაც.

ერაყის კონსტუტციით სახელმწიფო რელიგია არის ისლამი. ამ კუთხითაც გვასრწრებენ ისინი გარკვეული დროით, მაგრამ “ოცნება” გვპირდება, რომ ამ ჩამორჩენასაც აღმოფხვრის, როგორც კი კონსტიტუციის შეცვლის შანსი მიეცემა. ჩვენს ოპოზიციაში იმდენი “ტრადიციონალისტია”, რომ არაა გამორიცხული, მართლაც აისრულოს “ოცნებამ” ოცნება. ის გვაიმედებს, რომ ვერ მოაწრებენ. როგორც მათ პარტნიორ ქვეყანაში ამბობენ ხოლმე, “Ваша песенка спета»" - წერს რომან გოცირიძე.