საქართველოს საარჩევნო ისტორია აჩვენებს ერთ რამეს - არასდროს ოთხ ოპოზიციურ პარტიას მაღალი ბარიერი არ გადაულახავს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღესაც კი არ ვიცით ოპოზიცია რა კონფიგურაციით წარდგება არჩევნებზე. დღეს გამოიკვეთა ოთხი პირობითი ბლოკი, ოთხი მიზიდულობის ცენტრი. ერთი არის „ლელო“, მეორე არის „ახლები“, მესამე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მეოთხე - გახარიას პარტია. საქართველოს საარჩევნო ისტორია აჩვენებს ერთ რამეს, რომ არასდროს ოთხ ოპოზიციურ პარტიას ბარიერი არ გადაულახია, არა თუ ოთხს, იშვიათად ხდებოდა, რომ სამ პარტიას დაეძლია მაღალი ბარიერი. დღესაც არსებობს რისკი, რომ ამ ოთხი ცენტრიდან ერთი დარჩეს გარეთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.