რა ხდება საპენსიო კანონთან დაკავშირებით? ის რომ ის დანაზოგები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მეტნაკლებად მშვიდ სიბერეს უნდა მოხმარდეს, უნდათ, რომ უფრო მეტი განათავსონ რისკიან პროექტებში - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რა ხდება საპენსიო კანონთან დაკავშირებით? ის რომ ის დანაზოგები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მეტნაკლებად მშვიდ სიბერეს უნდა მოხმარდეს, უნდათ, რომ უფრო მეტი განათავსონ რისკიან პროექტებში. რაციონალური ახსნა ისაა, რომ ასეთ აქტივებში ჩადებულ ფულს მეტი შემოსავალი მოაქვს. სინამდვილეში არსებით მნიშვნელობა არა აქვს რომელიმე სახიფათო განთავსებიდან ერთი ან ორი პროცენტოთ მეტ შემოსავალს მიიღება თუ არა ფონდი.
რატომ მოუნდა მთავრობას მაინცდამაინც ამის გაკეთება ახლა? იმიტომ, რომ ასეთ განთავსებას პოლიტიკური ეფექტი ჰქონდეს, მაგალითად წამოიწყოს რომელიმე ჰესის ან ანაკლიის მშენებლობა მომავალი პენსიონერების ფულით. მეორე მიზანი არია პურადული-ასეულ მილიონობით ლარი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ კომპანიებში განათავსონ.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საპენსიო ფონდი გადააქციონ ჯიბის ორგანიზაციად. ამიტომ მთლიანად დაუქვემდებარეს პრწმიერ-მინისტრს და პარლამენტის დაქვემდებარებიდან გამოიყვანეს(გააუქმეს) საინვესტიციო საბჭო, რომელიც მხოლოდ უცხოელებით არის ახლა დაკომპლექტებული.
და ბოლოს, საპენსიო ფონდს ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ხარჯები წარმოუდგენელი ოდენობით იზრდება, იგი მთელი ფონდის მოცულობის 0,75 პროცენტი შეიძლება იყოს ანუ თუ ფონდში აკუმულირდა 10 მილიარდი ლარი, აქედან 75 მილიონი ლარი შეიძლება დაიხარჯოს მმართველობაზე.
აღნიშნულ ცვლილებები არის როგორც პოლიტიკური, ასევე კორუფციული შინაარსის" - წერს რომან გოცირიძე.