"კალაძე რომ საპნის ქაფით კორონას კლავდა და მღვდლები ნაკურთხი წყლით, არც ამის გახსენება აწყობთ საერო და სასულიერო ხელისუფალთ. მოკლედ, ქვეყანაში კორონავირუსია და ფრთხილად უნდა ვიყოთ, = ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთს მოედო კორონავირუსი. რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში. ორიოდე სიტყვით რომ აღნიშნოს ეს ფაქტი ჯანდაცვის სამინისტრომ, ძნელია? ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს ჩვენს მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს, შეახსენოს ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების მიზანშეწონილებაზე, ხმას არავინ იღებს.

ხელისუფლების მიერ კორონავირუსის ხსენება იგივეა, რაც ჩამოხრჩობილის სახლში თოკის ხსენება. 17200 ადამიანი შეიწირა ქვეყანაში ამ ვირუსმა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის. კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას ხელისუფლება მალავს და დეპუტატებსაც კი, რომელთაც კონსტიტუციური უფლება გვაქვს ინფორმაციის გამოთხოვაზე, უარს გვეუბნებიან და გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ წელიწადში ერთხელ შევიტყობთ.

კალაძე რომ საპნის ქაფით კორონას კლავდა და მღვდლები ნაკურთხი წყლით, არც ამის გახსენება აწყობთ საერო და სასულიერო ხელისუფალთ. მოკლედ, ქვეყანაში კორონავირუსია და ფრთხილად უნდა ვიყოთ", - წერს რომან გოცირიძე.