"მთავრობის სურვილი, დაანგრიოს დინამოს სტადიონი, რომელიც თურმე უკვე ამორტიზებულია ( ანუ ფაქტობრივად უბრძანა კობახიხემ სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ მსგავსი დასკვნა დაწეროს), ასევე ფულის მოტეხვის სურვილითაა განპირობებული. იქ კორპუსებს ჩადგამენ. ეს იგივე ხრიკია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იქნა გამოყენებული.", - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"დინამოს სტადიონი 1976 წელს აშენდა და სულ რაღაც 48 წლისაა. მასზე თითქმის ორჯერ ძველია საბჭოთა კავშირისდროინდელი დიდი სტადიონები (კიევის, მოსკოვის “ლუჟნიკის” და სხვა). ერევნის რაზდანის სტადიონიც მასზე ძველია. დინამოს მხოლოდ ქვედა იარუსია ძველი, რომელიც არ არის არავითარ კავშირში დანარჩენ კონსტრუქციასთან.
დღეს რომ დინამოს სტადიონის მასშტაბის ნაგებობა ააშენო, ნახევერი მილიარდი დოლარიც არ ეყოფა.
მთავრობის სურვილი, ააშენოს ახალი, მხოლოდ საფეხბურთო დანიშნულების სტადიონი, ფულის მოტეხვის სურვილითაა განპირობებული.
მთავრობის სურვილი, დაანგრიოს დინამოს სტადიონი, რომელიც თურმე უკვე ამორტიზებულია ( ანუ ფაქტობრივად უბრძანა კობახიხემ სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ მსგავსი დასკვნა დაწეროს), ასევე ფულის მოტეხვის სურვილითაა განპირობებული. იქ კორპუსებს ჩადგამენ. ეს იგივე ხრიკია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
დინამოს დანგრევით ქვეყანა ფაქტობრივად ფართო პროფილის სპორტული ნაგებობის გარეშე დარჩება (იგულისცმება სარბენი ბილიკები). “ლოკომოტივი” არ არის ამისთვის საკმარისი.
იმედია, ვერ მოასწრებენ ამ და სხვა სახის მავნებლობების ჩადენას".