„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ ადამიანების მხრებზე დგას, რომლებიც ძველი წევრები არიან, აქციებზე რაც ქვა უსვრიათ, მათ მოხვედრიათ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დგას იმ ადამიანების მხრებზე, ვინც ძველი წევრები არიან, გამოუვლიათ ბევრი ქარ-ცეცხლი, აქციებზე რაც ქვა უსვრიათ, მათ მოხვედრილა. ამ ადამიანებმა მოიტანეს ეს პარტია. ეს ვერ მოხდება. ახალი პოლიტიკური სახეების გამოჩენას 5-10 წელი სჭირდება. რომ გითხრათ, დამისახელეთ ბოლო 5 წელში რომელიმე ახალი პოლიტიკური ფიგურა, შეიძლება 2-3 დამისახელოთ. ახლები ჩამოწერა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის მათი გზა. მათი დეპუტატებიდან ძველი „ქართული ოცნებიდან“ ერთი ვოლსკია, ვინც იმ დროს მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დანარჩენი ახლები არიან. სიის 90%-ს შეიძლება კარგი დიპლომი ჰქონდეს, მაგრამ საშინელებებს აჭერენ ხელს.
„ნაციონალური მოძრაობაში“ რთული პროცესია. იქ არიან ძველი „ნაციონალები“, უცნაური კონკურენციაა. იქ, ყოფილი „ევროპული საქართველო“ ბრუნდება. სიის ირგვლივ დიდი ბატალიები გაიმართება, კიდევ კაი ამ პროცესს გამოვეცალე. ერთი-ორზე იყო ნათქვამი, აი მომავალი საპარლამენტო ვარსკვლავი იქნება და ეს ვარსკვლავი გაგვექცა. სწორადაც გაიქცა, არ იყო მისი ადგილი“, - განაცხადა გოცირიძემ.