ეს ნაძირლები, ქუჩაში ხალხს რომ ესხმიან თავს და ოჯახებში უვარდებიან, რუსეთის მსახური ქართული ეკლესიითაც არიან ზურგმომაგრებულები - ამის შესახებ 'ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რას ამბობს ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარით მოსყიდული საპატრიარქო (შარშან მხოლოდ 25 მილიონ ლარზე იყიდებოდნენ) იმ ტერორზე, რასაც “ქართული ოცნება” ეწევა? მეორე ლოყა უნდა მივუშვიროთო, არა?
“როცა რელიგია პოლიტიკას უერთდება, მაშინ იბადება ინკვიზიცია”-მართლაც რომ უბერებელია ალბერ კამიუს ეს სიტყვები.
ეს ნაძირლები, ქუჩაში ხალხს რომ ესხმიან თავს და ოჯახებში უვარდებიან, რუსეთის მსახური ქართული ეკლესიითაც არიან ზურგმომაგრებულები.
თავისი დუმილით საპატრიარქო ამ ძალადობრივი მოვლენების თანამონაწილე ხდება."