თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა. თუ ერთად ვიქნებით, არ გავატანინებთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა“,- წერს გოცირიძე.