რომან გოცირიძე: დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის უფლების შეჩერებას, გარკვეული დროით ითვალისწინებს. ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნეს მიღებული ეს კანონები, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, “ევროოპტიმისტებმა” პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების გაცემის შეჩერებას, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელებასთან ან უძრავი ქონების შეძენასთან. ეს წესი ისედაც მოძველებულია, რადგან მათ შეუძლიათ მცირეოდენი, სულ რაღაც 300 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ ან ამავე ოდენობოს უძრავი ქონება შეიძინონ, რაც საკმარისია გრძელვადიანი (ხუთწლიანი ) ბინადრობის უფლების მისაღებად. 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ქონების შეძენისას მოკლევადიანი ( ერთწლიანი) ბინადრობის უფლება შეუძლიათ რომ მოითხოვონ.
აუცილებელია, რომ ამაზე მორატორიუმი იქნას გამოცხადებული განსაზღვრული ვადით. ასე იქცევა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.
ლატვია უფრო შორსაც წავიდა და არა თუ შეაჩირა, არამედ რუსეთის მოქალაქეებზე წინა წლებში გაცემული ზოგიერთი სახის ბინადრობის უფლება გააუქმა 2 სექტემბრიდან. ისინი ვალდებულნი არიან 3 თვეში დატოვონ ქვეყანა.
როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეების მომრავლებით და ამაში ხედავენ საფრთხეებს, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დიდია რისკი ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა, ცხოვრება, უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის წარმოება.
მანამდე, ასევე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინება რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის უფლების შეჩერებას გარკვეული დროით( ლიეტუვის ანალოგი).
ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ეს კანონები“,- წერს გოცირიძე.