არსებობს რეალური საფრთხე, რომ დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ დააყენებს ნდობას დემოკრატიული სისტემის მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განუცხადა.
რუსეთის მხრიდან საქართველოს არჩევნებში პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე დანიგანმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავრობასთან, ცესკო-სთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის ერთგულია, რათა დაეხმაროს, უზრუნველყონ, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და არ მოხდეს გარე ძალებისგან ჩარევა.
„მინდა, ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ რუსეთი არის პოზიტიური ცვლილების ან პოზიტიური გავლენის ძალა თქვენს ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ დააყენებს ნდობას დემოკრატიული სისტემის მიმართ აქ და საფრთხის ქვეშ დააყენებს საარჩევნო სისტემას. აშშ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის აბსოლუტურად ერთგულია, რათა დაეხმაროს, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, მათი არჩევანი ფარულია, მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მათი ხმა ითვლება. ჩვენ ვხარჯავთ საკუთარ რესურსებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.