ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას ხელს ვერავინ შეუშლის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ყველაზე განმაცვიფრებელი იყო ის კურიოზული მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი თავი ჩაიყენა. ჯერ წარმოადგინა კანდიდატები, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ყველაზე დამოუკიდებელი ადამიანები იყვნენ, მაშინ, როდესაც თითქოსდა მიმაჩნდა, რომ დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, უარი თქვა მათ მხარდაჭერაზე. ამით საკუთარი მიზნები გაყიდა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას ხელს ვერავინ შეუშლის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.