სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა, ფაქტობრივად, სირცხვილი აჭამა „ნაცმოძრაობას“ და მათ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია არც სახელმწიფო და არც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებით არ მოქმედებს.

„სტრასბურგის სასამართლომ „ვეტინგზე“ საუბარი საბოლოოდ დაამთავრა. ვფიქრობ, ჩვენს მოსამართლეებსა და სასამართლოს ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სასამართლო სისტემას უსაფუძვლოდ ესხმოდნენ თავს და მოსამართლეებს უსამართლოდ სანქციებს უწესებდნენ. ეს სანქციები უნდა გააუქმონ. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა, ფაქტობრივად, სირცხვილი აჭამა „ნაცმოძრაობას“ და მათ მხარდამჭერებს. ოპოზიცია არც სახელმწიფო და არც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებით არ მოქმედებს. ერთადერთი, რასაც აკეთებს, იმ აქტორების დავალებების შესრულებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ არიან მოწოდებული. მათი მიზანია არა სასამართლოს თავისუფლება, არამედ მისი დამორჩილება და შურისძიება, რადგან ეს ადამიანები არიან კრიმინალები, რომელთა კრიმინალური ბუნება აღიარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ასევე ამერიკის, რომელმაც კეზერაშვილი დაასანქცირა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.