ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს ერთი კვირაა ხელს არ აწერს. - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგი, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
"კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხოსმგებლობის მაგალითი!" - წერს რატი იონათამიშვილი.