საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემაში მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს.
"დღეს, თანამედროვე სამყაროს გამოწვევად მიმაჩნია კიბერბულინგი, სიძულვილის კამპანიები და სიძულვილის ენა. დროთა განმავლობაში მეხამრიდი მომცა საზოგადოებასთან ჩემმა შეჯახებამ, როგორც ეტლით მოსარგებლე ადამიანის, რომ მსგავს საკითხებზე მწვავე რეაგირება არ მქონდეს. მაგრამ როცა ხარ შშმ პოლიტიკოსი, აუცილებლად ხდება შენს ცხოვრებაში, რომ ოპონენტები შენთან ოპონირების დროს მიუთითებენ არა შენს პოზიციებზე, არამედ შენს ფიზიკურ მდგომარეობაზე . მახსენდება ფოტოები და ქარდები, ერთხელ იყო ჩუსტები ჩაგვაცვეს. მერე ვხმურობდით ამაზე. რომ გითხრათ არაა საწყენითქო მოგატყუებთ. მაგრამ პირველი რეაქცია არაა მნიშვნელოვანი, მთავარია შედეგი. ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ გამოწვევები არსებობს მხოლოდ იმისთვის რომ მე მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნა",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.