როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ, რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ნათელაშვილს არა, ნაცებს ვუპასუხებ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ჰქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზედაც უკვე რამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით:
ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!
თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!.." - წერს რატი იონათამიშვილი.