გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა. ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?!ალბათ ხვდებით, რა დონის ფეიკებით ცდილობენ ყალბი ნარატივის დალაგებას და საქართველოს იმიჯის დაზიანებას!" - წერს რატი იონათამიშვილი.