ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს? იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართულ ოცნებიდან" რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა :))" - წერს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, "კურიერმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არაა. სადაც სავარაუდოდ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საუბრობს ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებაზე, რუსულ ინტერესებზე და ახსენებს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას.