რატი იონათამიშვილის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა მაშინ, როცა ამის უფლება არ აქვს.

„გვახსოვს, როცა ეს ადამიანი საქართველოს ომში ჩართვისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ამ ადამიანის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. თუ მას რაიმე ადარდებს, პირველ რიგში, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის, კიდევ უარესი მისთვის. ეს ადამიანი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა მაშინ, როცა ამის უფლება არ გააჩნია. ასეთი განცხადებების კეთება გააგრძელონ, მით უკეთესია, საზოგადოება მათ კიდევ უფრო ძლიერ „არას“ ეტყვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.