ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის, საკუთარი შრომით მოპოვებულს, კატეგორიულად მიუღებელია.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში კეთილსიდისიერებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გამოხატვის ან შეკრების უფლების განხორციელებასთან“, – წერს რატი ბრეგაძე.