იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა იურისტებისათვის, გაუზიარონ ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია და მჭიდრო ადამიანური კონტაქტები. მათში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატურის და, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.