იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რასაც უწყება სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით ახორციელებს.
„მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.