თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა კლუბი დააფუძნა, რომელსაც ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
„ჩვენ როცა ამაყად ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროკავშირისკენ, ამისი მთავარი უზრუნველმყოფი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, რომლის წარმომადგენლებიც აქ ბრძანდებით“, – განაცხადა კლუბის გახსნის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეკრების და სხვადასხვა საკითხზე საუბრის.
„უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ადამიანები, რომლებიც პარტიის წევრები არიან და ისინიც, ვინც გვგულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ იდეოლოგიას, რაც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.