როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი არის, მისი უმაღლესი მთავარსარდალ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ცხადი არის, რომ ჯარს სჭირდება გაძლიერება და ამ გაძლიერების მთავარი პარტნიორი იყო და არის აშშ. თუ არა აშშ ჩვენ არ გვეყოლებოდა იმ სტანდარტების მქონე ჯარი, რომელსაც დღეს აქვს საშუალება ქვეყანასთან ერთად ჰქონდეს პრეტენზია, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატოში ინტეგრაციაზე.
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი არის, მისი უმაღლესი მთავარსარდალი და მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.