ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.
„ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის და რა არის, ასევე სად არის. ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.