მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა შეიწირა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება.

დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სერვისი მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყველა ადამიანისთვის, ყველა სიცოცხლისთვის.

ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს.

წერს Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულია 39, მათ შორის 7 ბავშვია.