„ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის წარდგენისას განაცხადა,  სადაც ჰკითხეს, იგეგმება თუ არა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეცვლა. 

პრემიერის დღეს განაცხადა, რომ  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად - ზურაბ აბაშიძე.

 „მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე“, - განაცხადა პრემიერმა.