„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით. ეს ერთი. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ პროცესს. რა თქმა უნდა, აქ პარლამენტი იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. - ამის შესახებ საქართველოს პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"სამართლებრივად აქ ძალიან მარტივად არის საქმე. გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა, აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით, არის ცუდი. ამას ამტკიცებს სარჩელი. შესაბამისად, ასეთ სარჩელს, ვერავითარი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება. ამაზე გაგრძელდება მსჯელობა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ამაზე გადაწყვეტილება არ არსებობს. პარლამენტში მიიღება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პარლამენტში მიიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.