კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისისთან ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის, სადაც ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
განვიხილეთ პარტნიორობის განმტკიცების გზები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, როგორც რეგიონული დისტრიბუციის იდეალურ ჰაბზე და ვაჭრობის ფართო ქსელებთან მნიშვნელოვან კავშირზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტორებში ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს”, - აღნიშნავს პრემიერი.
Within the framework of my visit to Abu Dhabi 🇦🇪, I met with H.E. Captain Mohamed Juma Al Shamisi for a productive discussion on enhancing maritime and logistics cooperation between 🇬🇪 and 🇦🇪. We explored ways to strengthen our partnership, emphasizing Georgia’s strategic… pic.twitter.com/B7dIjbe00L
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 27, 2025