დიპლომატიური კორპუსის განცხადებები  ყველაფერს არის აცდენილი. აქედან ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც აშკარად ჩანს ევროპაში. გახსოვთ, მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები, სამი წლის თავზე სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის, ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„მოისმინეთ რომელიმე ელჩის ან ქვეყნის ბოდიში? როცა ჩვენ გვიკრძალავდნენ სამართლის მიხედვით მოქმედებას. ეს იყო სამარცხვინო განცხადებები და არაერთმა საელჩომ გააკეთა მელიას დაკავებაზე სამარცხვინო განცხადება. შემდეგ სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო, თუმცა დღემდე არც ერთ საელჩოს, არც ერთ ელჩს არ მოუხდია ბოდიში. უფრო მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ სამი წლის თავზე, რაც, ბუნებრივია, უნდა იყოს საზოგადოების შეფასების საგანი“, – განაცხადა კობახიძემ.