როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ 100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარზე მეტი დაფინანსებული ადამიანები არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან. ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. ხომ არ გვიკადრია არასდროს და არ ვსაუბრობთ ამაზე. აქვს ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს, რაც უნდა გააპროტესტოს, ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.
ჩვენ არ გვიკადრია არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ-აქტივისთვის, 9 500-დან იყო 2/3 პარტ-აქტივი და შეიძლება იყო 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი. არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს,“- აღნიშნა პრემიერმა.