ვანო მერაბიშვილი ენმ-ს მხარს უჭერს, რაც მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილი არ არის ჩართული არანაირი ჩრდილოვანი მმართველობის კუთხით. აგერ ვართ ჩვენ, ვინც ჩართულები ვართ ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, კრებებით, თათბირებით, პრეზენტაციებით, რეგიონებში გასვლებით, აქციებით, აი, ასე ვმართავთ ყოველდღიურ საკითხებსაც და გრძელვადიან ხედვებსა და პროგრამებსაც ვახორციელებთ და შევიმუშავებთ ხოლმე სამდივნოზე, თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თანამონაწილეებთან ერთად. თუ ვინმე მხარდამჭერია, ძალიან ღიად ამბობს, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილი. ამ პარტიას მხარს უჭერს, ჩვენი ამომრჩეველია და ძალიან კარგია, დიდი მადლობა, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, მით უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.